"ამას გამწარებული კაცი ვწერ, ეს ჩემი ფეხია, ძაღლებმა დამგლიჯეს 2 საათის წინ" - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება - bbcnews.ge
შემთხვევა

“ამას გამწარებული კაცი ვწერ, ეს ჩემი ფეხია, ძაღლებმა დამგლიჯეს 2 საათის წინ” – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

ამბროლაურში ძაღლებმა ახალგაზრდა მამაცი დაკბინეს. ინფორმაციას დაზარალებული ავრცელებს.

“ამას გამწარებული კაცი ვწერ. ეს ჩემი ფეხია. ტკივილისგან გამწარებულმა მეტი ფოტო ვერ გადავიღე.ძაღლებმა დამგლიჯეს 2 საათის წინ ამბროლაურში. თან, სადღაც ბნელ კუთხეში კი არა, ცენტრში. წამაქცია ძაღლების ხროვამ ( ამბროლაურის ცენტრში) და ფეხი დამიგლიჯა.

წამაქციეს გავეშებულმა ძაღლებმა და სახეზე იწევდნენ. მადლობა მეეზოვე ქალებს, რომლებიც ცოცხებით გამომესარჩლნენ და სცადეს ძაღლების მოგერიება და მადლობა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომელს ბექა სოხაძეს, რომელიც სრულიად შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს, გააჩერა მანქანა , ძაღლებიც დაიფრინა და მე საავადმყოფოში წამიყვანა.საავადმყოფოში კი მითხრეს, რომ, თურმე, ამბროლაურში ეს

სერიოზული პრობლემაა. ყოველდღიურად უამრავ დაკბენილს იღებს საავადმყოფო,” – წერს გუგა სამხარაძე

Back to top button