
“ეს ამბავი ხდება ქობულეთში, 5 კატერი და 5 სკუტერი აწიოკებს მთელ პლიაჟს.
წელს ზემოთ წყალში ვერ შეხვალ ამათი შიშით, იმიტომ რომ ძალიან ახლოს მთელი სიჩქარით დაქრიან.
დავრეკე 112-ში, რომელმაც გამოუშვა სანაპირო დაცვის ნავი,
რომლის აზრითაც თუ ძრავიან ტრანსპორტზე, ტივტივიდან 5 სანტიმეტრში არც მართვის არც ხმაურის არც სიჩქარის წესები არ ვრცელდება და რეაგირებას ვერ მოახდენენ.
ფაქტი გადავეცი გენ ინსპექციას. ველოდები რეაგირებას.” – წერს მოქალაქე ანონიმურად “ფეისბუქ” ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” და ვიდეოს ავრცელებს.