“ემიგრაციაში იძალადა გოგოზე და გამოქცევა მოუწია”- ვისზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი - bbcnews.ge
Faceამბები

“ემიგრაციაში იძალადა გოგოზე და გამოქცევა მოუწია”- ვისზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ბექა გოცირიძემ, რომელმაც არსებული ინფორმაციით, პოლიციას ორი აქტივისტი დააჭერინა, ამერიკიში გოგოზე იძალადა და ამის გამო შტატებიდან გამოქცევა მოუწია. ტელეწამყვანის თქმით, ამის შესახებ მას ქალბატონმა უამბო, რომელმაც ამერიკიდან დაურეკა და ემიგრაციიდან ვიდეოც გამოუგზავნა.

გარდა ამისა, როგორც ჟირჟოლიანი “ტვ პირველის” პიდრაპირ ეთერში ამბობს, გოცირიძის ძმა ციხეში სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის,  თავად ბექა გოცირიძე კი ამგვარი ქმედებებით ცდილობს ძმის გამოხსნას – “ხელისუფლებას აჩვენებს ამით, რომ ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფერს გააკეთებს”

“ეს ადამიანი არის “ტიტუშკა”, არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, არის ძალიან აგრესიული. ეს ბიჭი არის პირი, რომლის ძმაც ზის ყაჩაღობაზე, თბს ბანკში როგორც ვიცი იარაღით შევიდა და მერე სათამაშო აღმოჩნდა. წერენ ინფორმაციას, რომ ასე აქვს მცდელობა, რომ ძმა დაიხსნას ტყვეობიდან. ხელისუფლებას აჩვენებს ამით, რომ ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ მათი სიმპათია დაიმსახუროს. ცოტა ხნის წინ კი ვიდეო გამომიგზავნა ქალბატონმა რომელუც ცხოვრობს ამერიკაში, რომელსაც პერსონალური შეხება ჰქონდა ბექა გოცირიძესთან გოგოზე ძალადობის გამო. ეს ბიჭი ამერიკაში ემიგრაციაში ცხოვრობდა და როგორც ეს ქალი ყვება, ბექა გოცირიძე იძულებული გახდა, რომ ამერიკა დაეტოვებინა, იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ სამართლებრვიი პრობლემები შეექმნებოდა, იმიტომ რომ იძალადა გოგოზე. დეტალურად ყვება ეს ქალბატონი, თუ როგორი მოძალადეა ბექა გოცირიძე, მოგაწოდებთ მე ამ ქალბატონის ვიდეოს. მოძალადე, ამერიკიდან გამოგდებული, ცივი დანით რუსთაველზე გადაადგილდებოდა და იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავებს ადეკვატური რეაქცია მოეხდინათ, დააკავეს ის ბიჭები, რომლებმაც განარიდეს რუსთაველიდან ბექა გოცირიძე”- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

პირი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, ორი აქტივისტი დააჭერინა, ბექა გოცირიძეა – საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. გავრცელებული ინფორმაციით, მან კარიერა იმით დაასრულა, რომ ნასვამი მანქანით გადავარდა ხიდიდან და სასწაულით გადარჩა.

ცნობისთვის, შსს-მ დღეს 2 პირი დააკავა. გელა გელაძის უწყება ირწმუნება, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.

“პირველების” ინფორმაციით, დაკავებულები არიან თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.

Back to top button