
მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი დანით დაჭრა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.