
ამ წუთებში, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს.
ისტორიული შეხვედრიდან მედიაში პირველი კადრები უკვე გავრცელდა.
თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით იმართება.
აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
ადმინისტრაციის განცხადებით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა პირისპირ ფორმატით.
დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ეს ლიდერების პირველი შეხვედრაა.

