მშობლებო ნაყინი ბავშვებს ყელს არ ატკენს, ეს არის მითი და აი, რატომ - ხატია დოლიძე - bbcnews.ge
რჩევები

მშობლებო ნაყინი ბავშვებს ყელს არ ატკენს, ეს არის მითი და აი, რატომ – ხატია დოლიძე

პედიატრმა, ხატია დოლიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმ მითებზე ისაუბრა, რომელიც ნაყინთან არის დაკავშირებული.

პედიატრი მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ ნაყინი ბავშვებს ყელს არ ატკენს.

მთავარია მისი შენახვის პირობები იყოს დაცული, რათა თავიდან ვიცილოთ საკვებისმიერი ინტოქსიკაცია.

„ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, არ აუკრძალოთ ნაყინი ბავშვს. მთავარია დავაკვირდეთ შეფუთვაზე ვადას, რადგან ის ბაქტერიები, რამაც შესაძლოა კვებითი ინფექცია გამოიწვიოს, მაგალითად ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, შესაძლოა დაბუდდეს ამ ნაყინში, თუ მისი შენახვის პირობები, არის დარღვეული.

ის, რომ ტონზილიტი, ჩირქოვანი ანთება, ყელის ტკივილი, პირდაპირ კორელაციაშია ნაყინთან – ეს არის მითი“ – ამბობს პედიატრი.

inews.ge

Back to top button