
ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შანსით ვერ ვისარგებლეთ და ამას ვნანობ, – ამის შესახებ „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.
50 წლის პიერო აუსილიო „ინტერში“ 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, მათ შორის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში – სპორტული დირექტორის პოსტზე.
„ყველაზე მეტად ვამაყობ მატეო კოვაჩიჩისა და მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერებით, რომლებიც მარკო ბრანკას ყოფნის დროს ავირჩიეთ. ასევე, ანდრე ონანას გარიგებით, რომელიც უფასოდ დავიმატეთ და ერთი წლის შემდეგ 55 მილიონ ევროდ გავყიდეთ. რა თქმა უნდა, ამ სიაში დავასახელებ ლაუტარო მარტინესს, იან ბისეკს და მარკუს ტურამს.
მაგრამ, გარკვეული სინანული მაინც დამრჩა ფეხბურთელზე, რომელმაც თავისი კვალი უკვე დატოვა „ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენში“. კვარაცხელია იტალიის ბევრ დიდ კლუბს შესთავაზეს, ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა არ იყო.
რატომ გახდა მისი აყვანა პრობლემა? ჩვენ 3-5-2 სქემით ვთამაშობდით, ხოლო ის 4-3-3 სქემაზე იყო მორგებული, ამიტომ ვერ გავბედეთ. მე კი გუნდის ჩამოყალიბებისას მწვრთნელის იდეებს პატივს ვცემ“, – განაცხადა „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა.