
ზუგდიდში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავა მოკლა. არსებული ინფორმაციით, “ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე სამზარეულოს დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა აფხაზავა. მოკლულს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული.
მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული თურმე მეგობრობდნენ”. ადგილობრივების თქმით, მოკლული ოჯახის ახლობელი იყო. რატომ მივიდა საქმე ამ უმძიმეს დანაშაულამდე, ამას ახლა სამართალდამცავები ადგენენ. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე,
ცხელ კვალზე სახლიდან აიყვანეს. მას მიმალვა არ უცდია. მომხდარზე ინფორმაცია სამართალდამცავებმაც უკვე გაავრცელეს. მოკლულის დის ქმარი ამბობს, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე არ გამოხდარა. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

