„გასახდელში ვითარება დაიძაბა“ - ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე წერს - bbcnews.ge
სპორტი

„გასახდელში ვითარება დაიძაბა“ – ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე წერს

ურიკო დავითაშვილისა და ლუკა სტასენის უკმაყოფილების გამო „სენტ-ეტიენის“ გასახდელში ვითარება დაიძაბა. ამის შესახებ გამოცემა Footmercato-ს ჟურნალისტი სებასტიან დენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილი და ლუკა სტასენი უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმით, რომ კლუბი მათ ტრანსფერებს ბლოკავს, ამის გამო კი გასახდელში ძალიან ნეგატიური გარემო შეიქმნა.

რამდენიმე დღის წინ „მწვანეების“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა განაცხადა, რომ ზურიკო და ლუკა გუნდს არ დატოვებენ, იმიტომ რომ „სენტ-ეტიენს“ ლიგა 1-ში დაბრუნება სურს, რისთვისაც ასეთი „ტოპ-მოთამაშეები“ სჭირდება.

აქვე გეტყვით, რომ სტასენს ტრავმის გამო ზაფხულში ჯერ არ უთამაშია, ხოლო ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის პირველ ტურში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

Transfermarkt-ის შეფასებით, ზურიკოს საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა, თუმცა ფრანგული მედია წერს, რომ „სენტ-ეტიენი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. პრესა ზურიკოს რამდენიმე უცხოური კლუბის სახელს უკავშირდებს, ყველაზე აქტიურად კი „ბეშიქთაშის“ ინტერესზე იწერება, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე ჯერ არ მისულა.

crystalsport.ge

Back to top button