საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს - bbcnews.ge
საზოგადოება

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ამა წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე.

დეკანოზი კახაბერი დაიკრძალება შაბათს, 16 აგვისტოს, ამავე სამლოცველოს ეზოში.

წუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კახაბერის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუსთავის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი კახაბერი“, – ვკითხულობთ პოსტში.

Back to top button