“მე ვთქვი დიახ!“ - გიგანტური ბრილიანტის ბეჭედი და საჯარო სიყვარულის ახსნა: კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა - bbcnews.ge
მსოფლიო

“მე ვთქვი დიახ!“ – გიგანტური ბრილიანტის ბეჭედი და საჯარო სიყვარულის ახსნა: კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა

“მე ვთქვი დიახ! თა­ნახ­მა ვარ ამ, და ყვე­ლა მომ­დევ­ნო ცხოვ­რე­ბა­ში,“ – ამის შე­სა­ხებ “ინ­სტაგ­რამ­ზე“ ეს­პა­ნელ­მა მო­დელ­მა, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­მა და­წე­რა და თა­ვის რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ გა­მომ­წერს ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფოტო გა­უ­ზი­ა­რა.

რო­გორც ჩანს, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, ლე­გენ­და­რულ­მა კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ თა­ვის საყ­ვა­რელ ქალს ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხო­ვა და მალე მათი სა­ქორ­წი­ნო სამ­ზა­დი­სიც მალე და­ი­წყე­ბა.

ჯორ­ჯი­ნამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც მას გი­გან­ტუ­რი ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი ამ­შვე­ნებს და რჩე­ულს სიყ­ვა­რულს სა­ჯა­როდ უხ­სნის:

“თა­ნახ­მა ვარ ამ და ყვე­ლა მომ­დევ­ნო ცხოვ­რე­ბა­ში,“ – წერს ჯორ­ჯი­ნა. მას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ულო­ცა­ვენ და წყვილს ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვე­ბენ.

სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლის შე­სა­ხებ წერს ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ფაბ­რი­ციო რო­მა­ნო.

“ქრის­ტი­ა­ნო რო­ნალ­დომ მის სიყ­ვა­რულს, ჯორ­ჯი­ნას ხელი სთხო­ვა“, – წერს ფაბ­რი­ციო რო­მა­ნო და იმ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მინს უერ­თდე­ბა, ვინც ცნო­ბილ წყვილს სი­ახ­ლეს ულო­ცავს.

კრიშ­ტი­ა­ნუ და ეს­პა­ნე­ლი მო­დე­ლი 2016 წლი­დან არი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს და ასე­ვე ზრდი­ან კრიშ­ტი­ა­ნუს კი­დევ სამ ბავ­შვს, რომ­ლე­ბიც ფეხ­ბურ­თელს სუ­რო­გა­ტი დე­დის­გან ჰყავს.

  • მე­დია აქამ­დე ხში­რად წერ­და რო­ნალ­დუ­სა და ჯორ­ჯი­ნას ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მათ ეს ინ­ფორ­მა­ცია არას­დროს და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ. უფრო მე­ტიც, ამა­ზე სა­უ­ბარს კრიშ­ტი­ა­ნო ყო­ველ­თვის თავს არი­დებ­და და არა­სო­დეს ასა­ხე­ლებ­და კონ­კრე­ტულ თა­რიღს, თუ რო­დის სთხოვ­და რჩე­ულს ხელს.

Netflix-ის სე­რი­ალ­ში I Am Georgina, როდ­რი­გე­სი ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობ­და და აცხა­დებ­და, რომ მე­გობ­რე­ბი ხში­რად ეკი­თხე­ბოდ­ნენ, თუ რო­დის და­ქორ­წინ­დე­ბო­და.

“რო­ნალ­დუ ყო­ველ­თვის ამ­ბობს, რომ დავ­ქორ­წინ­დე­ბით, როცა ამის დრო დად­გე­ბა”, – ამ­ბობ­და მო­დე­ლი.

ამა­ვე ფილმში რო­ნალ­დუ აცხა­დებ­და, რომ “ეს მოხ­დე­ბო­და, როცა დრო დად­გე­ბო­და.

“მაგ­რამ მე 1000%-ით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს მოხ­დე­ბა”, – აღ­ნიშ­ნავ­და ფეხ­ბურ­თე­ლი.

Back to top button