პასუხის პასუხი: რას წერს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის შემ­დეგ ლიკა შენ­გე­ლი­ა? - bbcnews.ge
საზოგადოება

პასუხის პასუხი: რას წერს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის შემ­დეგ ლიკა შენ­გე­ლი­ა?

ყოფილი ტელეწამყვანის, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის შემ­დეგ, ყოფილმა მოდელმა ლიკა შენ­გე­ლი­ამ სოციალურ ქსელში კი­დევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ლიკა შენეგლია სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

“მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხდო. არ მეგონა, ასე თუ ვუყვარდი და მაფასებდა უცხო ადამიანები! მე ბევრ ადამიანს ვთხოვე, დაცვა ამ ქალის ბულინგისა და შანტაჟისაგან, თუმცა არავინ დამეხმარ, ამიტომ ჩემი გონებით, როგორც შემიძლია, ისე გადავწვიტე მარტოს დამეცვა თავი.

ამ სტატუსს რომ ვწერდი, ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ მომედავებოდნენ ცილისწამებაზე, რადგანაც ნამდვილად არ მაქვს ხელმოსაკიდი მტკიცებულრბა იმაზე, რაც მთელმა ქალაქმა ისედაც იცის… მაგრამ ყველანაირი ჯარიმა მიღირდა მეთქვა ჩემი სიმართლე და თუ რას ვგრძნობ მე. ასევე მიღირდა ამ თურმე სასტიკი ადამიანის სააშკარაოზე გამოყვანა, თუნდაც იმ უამრავი ადამიანის გულის მოსაფხანად და დასაცავად, ვინც ასე და ამაზე მეტად გაამწარა და მათ ვერ გასცეს სათანადო პასუხი…

ისიც ვიცოდი, რომ კიდევ უფრო მეტი ნეგატივი წამოვიდოდა, მაგრამ მე ჩუმად ვერ ვიქნებოდი დამნაშავესავით! ჩემი სტატუსი იყო, მისი ნამდვილი სახე დაენახა საზოგადოებას და ამის მერე ელაპარაკა მორალზე.

მე ვარ თავისუფალი ადამიანი მათგან განსხვავებით და ტელეფონზეც და ქუჩაშიც ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკები თუ ჩავთვლი საჭიროდ, და ამისთვის არავის ნებართვა არ მჭირდება! ალბათ, ეს არის ვითომ ჩემი დანაშაული, რომ ნორმალური ადამიანები მგონია ზოგი.

დღეს გავიგე, რომ უახლოესი მეგობარიც ვყოფილვარ… ამით მე გემშვიდობებით ყველას და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს… დანარჩენს შევხედავ და ისე გადავწყვიტავ როგორ მოვიქცე.

P.s. მე არავისი დაჭერა და დასჯა არ მინდოდა თავიდან, ამიტომ სამწუხაროდ, არ ვარ შეიარაღებული კამერებით და ფოტოგრაფებით, თუმცა დღეს ვნანობ, რომ თავის დასაცავად მაინც არ მივიღე რაღაც ზომები. დღეს ვხვდები, რომ ჩემ გარდა, ამ ადამიანს ვერავინ გაანადგურებდა და ვთვლი, რომ ეს უკვე მოვახერხე კამერების ფოტოგრაფების და დაცვების გარეშე, ცარიელი ხელებით და მხოლოდ ჩემი სულისკვეთებით და გამბედაობით…

აწი, ვისაც რაც უნდა ეცადოს და ამტკიცოს, თუ კი ეგ უშველით. რომ მდომოდა, მექნებოდა ურთიერთობა და არც მაგის მეშინია. მადლობა ჩემო ადამიანებო, მართალია ამ ომში მე მარტო ვარ, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრი მომეცით თქვენი სითბოთი” – წერს ლიკა შენგელია.

Back to top button