დაბმული გველის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "რა სახეობაა? საკმაოდ აგრესიული იყო" - bbcnews.ge
საზოგადოება

დაბმული გველის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა – “რა სახეობაა? საკმაოდ აგრესიული იყო”

მოქალაქე გიორგი ფარჯიანი სოციალურ ქსელში გველის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ქვეწარმავალი დაბმულია.

“რა სახეობაა? სვანეთში 2000+ მეტრზე ალპურ ზონაში იყო. საკმაოდ აგრესიული. თვითონ კარგადაა, ცოცხალია, გავუშვით” – წერს გიორგი ფარჯიანი.

ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

მხოლოდ სვანეთში თუ ნახავთ დაბმულ გველს…

სვანმა თოკი გამოაბა შხამიან გველს და ის უკვირს, საკმაოდ აგრესიული იყოო. რას არ ნახავს ადამიანი, დაბმული გველი გინახავთ?

რითი გამოხატა აგრესია? რომ აბამდი, იგინებოდა?

ცოტა მსხვილი ჩააბი, რომ არ გაწყვიტოს…

სტუმრიანობა თუ არ გიყვართ, ეზოს კარებთან დააბით და წარწერა გააკეთეთ “ეზოში ავი გველია”…

უბანში რომ გაიყვანს: “ნუ გეშინია, ძმა, არ იკბინება, გეთამაშება”…

დაბმული გველიც ვნახე…

თავის მოკვლას ცდილობდა გველი და თოკში თავად გაყო თავი…

კომენტარებს ვკითხულობ ნახევარი საათია უკვე და გიჟივით ვიცინი…” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

Back to top button