უმძიმესი ავარია: დაღუპულია 40 წლამდე ქალი - ხულოში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა - bbcnews.ge

უმძიმესი ავარია: დაღუპულია 40 წლამდე ქალი – ხულოში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა

09.08.2025

ხულოს მუნიციპალიტეტის მთა ზორტიყელთან ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ქალი დაიღუპა, ხოლო ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი. მათი თქმით, სატვირთო ავტომობილით ცოლ-ქმარი გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

რეკლამა
რეკლამის ადგილი