“იქნებ ყურში უჩურჩულოს ვინმემ. თვითონ თუ ვერ ხვდება, მე გეტყვით”- რას წერს ვახო სანაია
August 9, 2025
1,271 1 წუთი წაკითხული
ჟურნალისტი, ვახო სანაია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“რიჟვაძეს ტელეფონი არა აქვსო. იქნებ ყურში უჩურჩულოს ვინმემ. თვითონ თუ ვერ ხვდება, მე გეტყვით აქედან. რიჟვაძეს მომავალში არაერთი ადამიანის დაჭერა შეუძლია – ყველასი, ვინც ის ამ დღეში ჩააგდო. როგორც არ უნდა ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ ახლა, მომავალში მათ ციხეში გაშვებას შეძლებს. შეინახოს ყველაფერი და მერე მისცეს ჩვენება – ახლა ვერ ბედავს, მომავალში მიეცემა შანსი. ასე რომ, მას რომ ეშინია, იმაზე მეტად ეშინიათ მისი სხვებს.
იგივე ეხება რიჟვაძის მამასაც. მისი ჩვენება და გადამალული მტკიცებულებებიც ფასეულია.
ალეკო ახვლედიანიც მისცემს ჩვენებას და მანაც შეინახოს ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდებოდა.
ტყუილად კი არა აქვს მდინარაძეს შეშლილი, შეშინებული სახე და დაბნეული რეგვენის კომენტარები.”- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე თითქმის ერთი თვეა, რაც სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება. ის სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებებით ჯერ საქართველოს კლინიკებში მოათავსეს, შემდეგ კი მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, 7 ივლისის დილას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა და დაიჭრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. რიჟვაძის საგარეჯოს კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაყვანის შემდეგ, ახვლედიანი პოლიციამ დააკავა „იარაღის დაუდევრად შენახვის“ ბრალდებით.
8 ივლისს ახვლედიანისთვის ბრალის წაყენებისას ცნობილი გახდა, რომ გამოძიება თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით მუშაობდა – ახვლედიანი სხდომათა დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
რიჟვაძის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანა 7 ივლისსვე მოხდა. 9 ივლისს კი, ცნობილი გახდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის თხოვნით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რიჟვაძეს დღემდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
“19 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი… ჩემი და კოტეს ურთიერთობა კონფლიქტური იყო… ჩვენი შვილი, ბუკა, პატარა იყო და არ მინდოდა, ეს ამბები ტელევიზიით მოესმინა…” – მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავასთან ურთიერთობაზე
January 27, 2025
სასწრაფოდ ველოდებით ექიმის სამედიცინო დასკვნას – რას წერს ელისო კილაძე?
August 11, 2025
12-14 აგვისტოს შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
January 17, 2025
მე ხვიჩას არჩევანი არ მომეწონა და მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ… – დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩას შესახებ განცხადება გააკეთა
June 21, 2025
და-ძმა თუ დედა-შვილი? თაკო ჩხეიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
August 15, 2025
შოკისმომგვრელი ამბავი – “ყველამ გაიგო და უკვე აზრი აღარ აქვს დამალვას” – რას ჰყვება გოგო, რომელსაც გულის ოპერაცია შეცდომით გაუკეთეს?
March 24, 2025
ავარიის დროს დაშავებული 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა
December 3, 2025
“იმ ხალხის გასაგონად, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკა, კანადა და ევროპა გარყვნილების ბუდეა…” – პეტრე კოლხი ვიდეომიმართვას ავრცელებს
February 6, 2025
„სოხუმში დავიბადე და გავიზარდე… ორი რამ მიყვარდა ყველაზე ძალიან – ზღვა და ცეკვა“ – გურანდა გაბუნიას ცხოვრების საინტერესო ამბები!
November 20, 2025
არსებობს 5 მიზეზი, რატომ არ უნდა დატოვოთ შეჭრილი თმა საპარიკმახეროში