10 წლის გოგონა, რომელიც „წამების“ შემდეგ გარდაიცვალა, მასწავლებლებს ევედრებოდა, რომ სახლში არ დაებრუნებინათ - bbcnews.ge
მსოფლიო

10 წლის გოგონა, რომელიც „წამების“ შემდეგ გარდაიცვალა, მასწავლებლებს ევედრებოდა, რომ სახლში არ დაებრუნებინათ

აშშ-ში 10 წლის გოგონას სიკვდილის საქმემ საზოგადოება შეძრა – სკოლა 12-ჯერ უჩიოდა ძალადობაზე, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა

აშშ-ის არიზონას შტატში 10 წლის რებეკა ბაპტისტე გარდაიცვალა სასტიკი წამებისა და სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემდეგ. გოგონა პოლიციამ უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა ჰოლბრუკის გზატკეცილზე 27 ივლისს. მას მძიმე დაზიანებები, შიმშილის კვალი, მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები და რამდენიმე ამოგლეჯილი ფრჩხილი ჰქონდა.

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა წამებას ჰგავდა. რებეკა რამდენიმე დღეში, 30 ივლისს, მარტო, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ დააკავა გოგონას მამა, 32 წლის რიჩარდ დენიელ ბაპტისტე და მისი მეგობარი, 29 წლის ანისია ვუდსი. მათ ბრალად ედებათ პირველი ხარისხის მკვლელობა, გატაცება და ბავშვზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის – რებეკას უმცროს ძმებზე.

გოგონას ბიძის, დეიმონ ჰოკინსის თქმით, რებეკა “თავიდან ფეხამდე იყო დალურჯებული” და სახელმწიფო უწყებებმა მის დასაცავად საკმარისი არაფერი გააკეთეს.

სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, არიზონას ბავშვთა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DCS) 12-ჯერ მიმართეს, რადგან ბავშვები მასწავლებლებს ხვდებოდნენ და ევედრებოდნენ, სახლში არ გაეშვათ. თუმცა, DCS აცხადებს, რომ სკოლიდან მხოლოდ ხუთი შეტყობინება მიიღეს, რომელთაგან მხოლოდ ერთმა აკმაყოფილა კანონით გათვალისწინებული გამოძიების კრიტერიუმები.

სკოლის დირექტორი ბრაიან ჰოლმანი ამბობს, რომ DCS-ის მონაცემები მცდარია და უწყებამ არაერთხელ დაპირებული შემდგომი ნაბიჯები არ გადადგა. მისი თქმით, გარედან სხვა სააგენტოებმაც სულ მცირე 20-ჯერ შეატყობინეს ძალადობის ეჭვის შესახებ.

გოგონას დასაფლავების ხარჯებისთვის გახსნილ GoFundMe კამპანიაში ბიძამ რებეკა “ნათელ სხივად” მოიხსენია, რომელიც ყოველთვის ახარებდა გარშემომყოფებს თავისი სიცილითა და კეთილგანწყობით.

Back to top button