,,მოსალოდნელია წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება… ზღვაზე შტორმული ღელვა… - ამინდი იცვლება - bbcnews.ge
საზოგადოება

,,მოსალოდნელია წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება… ზღვაზე შტორმული ღელვა… – ამინდი იცვლება

არემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

Back to top button