სოკო, რომელიც "ბედნიერების ეიფორიას" იწვევს და ათასები ღირს, კახეთში ხარობს -  რას ჰყვება ტრიუფელის შემგროვებელი: "ერთი წელია ძაღლი დამყავს სოკოს საპოვნელად" - bbcnews.ge
საზოგადოება

სოკო, რომელიც “ბედნიერების ეიფორიას” იწვევს და ათასები ღირს, კახეთში ხარობს –  რას ჰყვება ტრიუფელის შემგროვებელი: “ერთი წელია ძაღლი დამყავს სოკოს საპოვნელად”

არ­ცთუ დიდი ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ იცო­და, რა ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და ტრი­უ­ფე­ლი, ეს სოკო ყვე­ლას უსარ­გებ­ლო ეგო­ნა. მსოფ­ლი­ო­ში ტრი­უ­ფე­ლი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში დე­ლი­კა­ტე­სად ით­ვლე­ბა, მე­ტად ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია და გრა­მო­ბით იყი­დე­ბა. წლე­ბის წინ ამ სო­კოს კა­ხეთ­ში მი­აგ­ნეს…

“ტრი­უ­ფე­ლი პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე და შემ­დეგ რომ ვპო­უ­ლობ­დი, უკვე ჯი­შებს ვარ­ჩევ­დი. ოთხმო­ცამ­დე სა­ხე­ო­ბაა, ჩვენ­თან ხუთი სა­ხე­ო­ბა შემ­ხვედ­რია”, – ამ­ბობს მა­მუ­კა მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მე­ლიც უკვე შვი­დი წე­ლია ტრი­უ­ფე­ლის მო­პო­ვე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

– თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში ვცხოვ­რობ. პირ­ვე­ლად შვი­დი წლის წინ ვი­პო­ვე ტრი­უ­ფე­ლი, არა­ვის სჯე­რო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სოკო არ­სე­ბობ­და. დღემ­დე იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და, რომ ამ სო­კოს ვუ­წევ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რო­გორც შე­მიძ­ლია. ახლა ვა­პი­რებ ტრი­უ­ფე­ლე­ბის ფერ­მაც გა­ვა­შე­ნო. მა­ნამ­დე კალ­მა­ხა სო­კოს სათ­ბუ­რე­ბი მქონ­და.

– ტრი­უ­ფე­ლი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სო­კოა, რო­გორ ახ­დენთ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას?

– სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლი­ზა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლია და ამი­ტო­მაც სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მაქვს. შვი­დი წლის წინ მის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცო­დით, ორი კი­ლოგ­რა­მი უცხო­ე­ლებს მივ­ყი­დე. ფა­სიც თვი­თონ და­მი­წე­სეს, კი­ლოგ­რამ­ში 2.000 ლარი გა­და­მი­ხა­დეს.

– ამ ფა­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყი­დე­ბა?

– ამ ფა­სით ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ვერ ვმუ­შა­ობ. არც სტა­ბი­ლუ­რი ფასი აქვს. კარ­გი შე­ნახ­ვა-მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში ორ კვი­რამ­დე ინა­ხე­ბა. ფასი კი სა­შუ­ა­ლოდ 300-დან 800 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

კითხვის გაგრძელება

Back to top button