
ცენტრალური ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში მცხოვრები ვანგი წყლიდან უვნებლად მას შემდეგ ამოიყვანეს, რაც წყალქვეშა მღვიმეში ხუთი დღე გაატარა
40 წლის დაივერი მეგობართან ერთად მდინარეში ყვინთავდა, როდესაც ორიენტაცია დაკარგა და წყალქვეშა მღვიმეების რთულ სისტემაში აღმოჩნდა ჩაკეტილი. ზედაპირიდან 9 მეტრის სიღრმეზე მყოფმა ვანგმა გადარჩენა მღვიმეში არსებული საჰაერო ბუშტის საშუალებით მოახერხა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ თევზით იკვებებოდა და მაშველებს ელოდა.
პოლიციამ მაშინვე დაიწყო საძიებო ოპერაცია, როგორც კი ინციდენტზე შეტყობინება შევიდა.
სპეციალისტებმა ორი ღრმა ჩაყვინთვის დროს, ქვის ბრახუნის მსგავსი ხმა გაიგონეს. მათ გემის ძრავებიც კი გამორთეს, რომ ხმა უკეთ გაეგოთ, მაგრამ იგი აღარ განმეორებულა.
მესამე ჩაყვინთვაზე უკვე მოახერხეს ვანგის პოვნა, რომლის ჟანგბადის მარაგიც ამ დროისთვის მხოლოდ 4%-ს შეადგენდა – დაივერი წყალში ჩახტა და მაშველებს ფანრის საშუალებით ნიშანს აძლევდა.
პირველი სიტყვები, რითაც სასწაულებრივად გადარჩენილმა ადამიანმა მაშველების მიმართ იყო: “სიგარეტი ხომ არ გაქვთ?“