
“ნუ ჩქარობ, კარგად დაფიქრდი, გაიაზრე, აწონ-დაწონე ყველაფერი. ნაადრევად ნუ გააკეთებ დასკვნებს და ნაადრევად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებებს.
არ გათამამდე, ფრთხილად უყურე ყველას და ყველაფერს, ნუ გექნება დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ვიდრე ხარ.
არ ჩავარდე ილუზიაში, ხშირად ეძებე საკუთარი თავი სხვა ადამიანში.
ნუ გაგაკვირვებს სხვისი ქცევები, დააყენე მის ადგილას შენი თავი და დაიმახსოვრე. მერე გადაწყვიტე გჭირდება მსგავსი იყო თუ არა.
ბევრი რამ ვნახე ამ საწუთროში, ბევრი ადამიანი შემომხვდა ცხოვრების გზაზე, ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა, ზოგი გაშეშებული იდგა, მავანს “ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად” ზოგიც სამუდამოდ მიდიოდა.
არიან ადამიანები რომლებიც კვდებიან და ქრებიან.
არიან ადამიანები, რომლებიც გარდაიცვლებიან და მარადისობაში, ნირვანაში აგრძელებენ მათი სულები ცხოვრებას, დამსახურების მიხედვით, თუ როგორ იცხოვრეს დედამიწაზე.
ეს აზრი ისე მომწონს, არ ვიცი სადმე ამოვიკითხე, მითხრეს თუ მე მოვიგონე.
“მოჩქარეს მოუგვიანდესო”
მიყვარს ანდაზები, დიდი სიბრძნე დევს.
სანამ ადამიანს არ გაიცნობ, მასზე არც კარგი თქვა და არც ცუდი.
როცა ვინმეს აუგს ამბობ, აბა დაფიქრდი, რას გაძლევს მისი ლანძღვა, გარდა ენერგეტიკული ტალახისა, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს შენს მომავალზე.
უარყოფითი აზრის გამოთქმა უმეტეს წილად საკუთარი თავის წარმოსაჩენად გჭრდება, ან გადაფარო საკუთარი უარყოფითი ცხოვრება, ან მე ვჯობივარ ის ცუდიაო, ან უბრალოდ ბოროტი ხარ და ასტრალური “მატლები” ამოგდის პირიდან.
კარგად დააკვირდით იმ ადამიანს ვინც ილანძღება, უყურეთ თვალებში, დააკვირდით ტუჩებზე, კბილებზე, იქნებ ენასაც მოკრათ თვალი.
თქვენ დაინახავთ ურჩხულს და არასოდეს არ გაიმეორებთ მსგავსს.
არც კი ვიცი რატომ ვწერ ამდენს, ალბათ იმიტომ რომ მინდა სწორად გაიცნოთ საკუთარი თავი და სწორად ჩაიფიქროთ სურვილები, სწორად იოცნებოთ.
მართლა ადვილია ყველაფერი, ავადმყოფობის და სიკვდილის გარდა.
თურმე მდიდარს უფრო უჭირს სიკვდილი ვიდრე ღარიბს.
მდიდარი მწარე სინანულშია, რად იტანჯებოდა ამდენის დაგროვებაში და ისე ვერ მოიხმარა როგორც უნდოდა.
ღარიბს მხოლოდ გული წყდებოდა ცხოვრებაზე, არც იმას დარდობდა რომ მიდიოდა ამ ქვეყნიდან, არც ის ანაღვლებდა რასაც ტოვებდა, მხოლოდ სიყვარულის დარდით მიდიოდა.
იცოდეთ, ჩვენ მიცვალებულების სულები გვეხმარებიან.
ისევ ანდაზა: “მიბაძვა სჯობია შურსაო”
გიორგი ჯაჯანიძე.