„ნეტა არ დამენახა, თვალებიდან არ ამომდის...“ - რას ჰყვებიან ადგილობრივები ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებაზე - bbcnews.ge
შემთხვევა

„ნეტა არ დამენახა, თვალებიდან არ ამომდის…“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებაზე

გორში ახალგაზრდა ბიჭი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. „პრაიმტაიმი“ რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა.

„არ ვიცი მკვლელობა იყო თუ რა იყო. მე უბრალოდ ცხედარი დავინახე. ვინაობა არ ვიცით. სისხლი ახლაც ჩანს ძირს. შეიძლება დავარდნის დროს დაარტყა თავი, ზუსტად ვერ გეტყვით…

დილით რომ ჩამოვედი და ძირს დაგდებული ვნახე შოკი მივიღე, ღმერთო, ნეტა არ დამენახა. თვალებიდან არ ამომდის. ამაზე დიდი საშინელება არ მინახავს“, – გვიყვება ერთ-ერთ ადგილობრივი.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე ყველა საჭირო საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

Back to top button