
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში ამინდის განახლებულ პროგნოზს გვიზიარებს.
„აგვისტოს პირველი კვირა საქართველოში არასტაბილური იქნება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან პერიოდულად ხანმოკლე წვიმა იქნება და ძირითადად მოღრუბლული ამინდი.
ტემპერატურა +40 გრადუსი აღარ დაფიქსირდება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად აგრილდება. მაღალი ტენიანობის და პერიოდულად მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმის გავლენით, სანაპიროზე სიცხე უფრო შემაწუხებელი იქნება ვიდრე სასიამოვნო“,- წერს კობა ფარტენაძე.