ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს, "დინამო ბათუმის" ფეხბურთელი დაშავდა " - ვიდეოკადრები ადგილიდან - bbcnews.ge
სპორტიშემთხვევა

ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს, “დინამო ბათუმის” ფეხბურთელი დაშავდა ” – ვიდეოკადრები ადგილიდან

ბათუმში, “აჭარა ბეთ არენას” სტადიონზე, “დინამო ბათუმსა” და “დინამო თბილისს” შორის “კრისტალ ბეთ” ეროვნული ლიგის, მე-19 ტურის საფეხბურთო მატჩის დროს, დინამო ბათუმის ფეხბურთელი, ტუნისელი ლეგიონერი გაით ოუაჰაბი დაშავდა.

მატჩის მსვლელობის დროს ის და დინამო “ბათუმის” მეკარე ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მძიმე დაზიანება მიიღო.

დაშავებული ფეხბურთელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ფეხბურთელმა სავარაუდოდ, დაზიანება თავის არეში მიიღო.

ინციდენტის გამო, საფეხბურთო თამაში რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

წყარო: პალიტრავიდეო

Back to top button