“კაცი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლესთან ერთად, ჩემიც გაანადგურა“ - პუტინის იდუმალი შვილი დახურულ პლატფორმაზე გამოჩნდა და ხმაურიან განცხადებებს წერს - bbcnews.ge
მსოფლიო

“კაცი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლესთან ერთად, ჩემიც გაანადგურა“ – პუტინის იდუმალი შვილი დახურულ პლატფორმაზე გამოჩნდა და ხმაურიან განცხადებებს წერს

“პა­რი­ზის თვალ­წარმ­ტაც სამ­ხატ­ვრო სცე­ნა­ზე და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­ში მოჰ­ბეზ­რდა: პირ­ვე­ლად, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის “სა­ი­დუმ­ლო ქა­ლიშ­ვი­ლი“, ლუ­ი­ზა რო­ზო­ვა, ღიად სა­უბ­რობს მა­მა­მის­სა და საფ­რან­გეთ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა­ზე. სენ­სა­ცი­აა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც აქამ­დე ფან­ტო­მი­ვით ცხოვ­რობ­და, ამ ნა­ბიჯს დგამს,“ – ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა BILD წერს და მის გან­ცხა­დე­ბებს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც რო­ზო­ვას და­ხუ­რულ ტე­ლეგ­რა­მარხზე ვრცელ­დე­ბა.

„კაცი, რო­მელ­მაც მი­ლი­ო­ნო­ბით სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ნად­გუ­რა“,- წერს თა­ვის Telegram არხზე ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 2003 წლის 3 მარტს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და, 72 წლის ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზე.


2020 წელს კრემ­ლის ცნო­ბილ­მა კრი­ტი­კულ­მა კვლე­ვით­მა პლატ­ფორ­მამ „Proekt“ პირ­ვე­ლად გა­ამ­ხი­ლა, რომ გო­გო­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის “უკა­ნო­ნო“ ქა­ლიშ­ვი­ლი იყო და მისი დედა გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­დიდ­რდა.

  • გა­მო­ცე­მა რო­ზო­ვას და­ხუ­რუ­ლი ტე­ლეგ­რა­მარ­ხი­დან ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს წარ­წე­რით: „ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ შე­მიძ­ლია ჩემი სახე კვლავ ვაჩ­ვე­ნო მსოფ­ლი­ოს“.

BILD -ის ცნო­ბით, ეჭვს ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტიც რომ რო­ზო­ვას და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში მა­მის გრა­ფა ცა­რი­ე­ლია, თუმ­ცა შუა სა­ხე­ლია „ვლა­დი­მე­როვ­ნა“. გარ­და ამი­სა, ლუ­ი­ზა­სა და პუ­ტინს შო­რის არ­ნა­ხუ­ლი მსგავ­სე­ბაა.

ლუ­ი­ზა თით­ქმის ყო­ველ­თვის ფა­რავ­და სა­ხეს თა­ვის ინ­სტაგ­რამ ან­გა­რიშ­ზე

კითხვის გაგრძლება

Back to top button