
9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში – ზოგან 38, 40 გრადუსამდე – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობითვე, იზრდება ტყის ხანძრების რისკი.
“მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.