
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ბევრმა ექიმმა დაწერა მსგავსი პოსტი, მეც დავწერ ჩემი პატარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რჩევებს!!!! ზაფხული მხიარულების და ბედნიერების მომტანი პერიოდია ჩვენი ბავშვებისთვის,მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობას.
აუცილებელია ზოგიერთი რეკომეენდაციის მკაცრი დაცვა-სითხის მიღება: წყალი — ყოველდღიური და აუცილებელი მეგობარია. 6 თვეზე ზევით ასაკში ხშირად შევთავაზოთ წყალი, განსაკუთრებით სეირნობის, თამაშის ან ოფლიანობის შემდეგ. ზაფხულის სიცხეში ბავშვის ორგანიზმს სჭირდება მეტი სითხე — წყლის საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე და აქტივობაზე:
საშუალო ოდენობა:- 6 თვემდე– მხოლოდ ძუძუთი ან ფორმულით კვება (დამატებითი წყალი არაა საჭირო, ექიმის რჩევის გარეშე).- 6 თვიდან 1 წლამდე– დღეში დაახლოებით 250-300 მლ წყალი, თანდათანობით.- 1–3 წლის ასაკში– დაახლოებით 1 ლიტრი სითხე დღე-ღამეში (აქ შედის წყალი, წვნიანი, ხილი).- 4–8 წლის ასაკში– დაახლოებით 1.5–1.8ლიტრი სითხე დღეში.- 9+ წლის ასაკში– უკვე საჭიროა 1.5–2 ლიტრი,განსაკუთრებით აქტიურობის პირობებში.
ყურადღება მიაქციეთ პირის სიმშრალეს,დაღლილობას, შარდის ფერს–მუქი შარდი შეიძლება სითხის დეფიციტზე მიუთითებდეს.
ჩააცვით მსუბუქი ტანსაცმელი: ღია ფერის, ჰაეროვანი,ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი ,რათა დავიცვათ ბავშვი გადახურებისგან.
სეირნობა მხოლოდ დილას ან საღამოს: მოვერიდოთ შუადღის მზეს — ყველაზე ინტენსიური დროა 12-დან 17 საათამდე,ამ პერიოდში მოერიდეთ გარეთ გასვლას!
აუცილებელია მზისგან დაცვა: მაღალი SPF-ის მზის კრემი, ქუდი და ჩრდილში ყოფნა !!!
თუ ბავშვს აქვს სუნთქვის აჩქარება, გაწითლებული კანი, წუწუნებს ან ძილიანობს — ეს შეიძლება გადახურების ნიშნები იყოს,ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექის!!!
ძვირფასო მშობლებო, მზეზე თამაში კი მშვენიერია, მაგრამ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ საკითხს,რადგან ბავშვების სიცილ-კისკისი მხოლოდ ჯანმრთელობის ფონზეა ჭეშმარიტად ლამაზი!!!! ჯანმრთელობას და ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ,” – წერს ინგა მამუჩოშვილი.