ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა - bbcnews.ge

ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა

03.08.2025

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილის და სკუტერის მძღოლი დაეჯახა.

ავარიის შედეგად სკუტერის მძღოლი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

სამწუხაროდ, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით გარდაცვლილი ბესო თოდუაა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

რეკლამა
რეკლამის ადგილი