ქართველი საქმროსთვის ბოლო წუთას ნათქვამი უარი, წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია, ფარული რომანი პუტინთან - მედია კაბაევას დაფარული ცხოვრების დეტალებზე წერს - bbcnews.ge
მსოფლიო

ქართველი საქმროსთვის ბოლო წუთას ნათქვამი უარი, წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია, ფარული რომანი პუტინთან – მედია კაბაევას დაფარული ცხოვრების დეტალებზე წერს

ალი­ნა კა­ბა­ე­ვას სა­ხე­ლი მსოფ­ლიო სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო­თი ჩა­ი­წე­რა, თუმ­ცა, მისი ბი­ოგ­რა­ფია სავ­სეა სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კა­ბა­ე­ვას სა­ხე­ლი სულ უფრო ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა ვლა­დი­მირ პუ­ტინს, რაც მას რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი ფი­გუ­რის – “პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტის” სტა­ტუსს ანი­ჭებს. მისი სა­ო­ცა­რი აღ­მას­ვლა სპორ­ტულ მწვერ­ვა­ლებ­ზე, მკაც­რი რე­ჟი­მი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს ინ­ტე­რესს მისი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ფონ­ზე, თუ რა როლს ას­რუ­ლებს ის რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პი­რად თუ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

“ფე­ხე­ბი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რი”

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა სპორ­ტულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და: დედა კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და, მამა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ფახ­თა­ქო­რის“ სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი იყო, ბა­ბუა კი სპორ­ტკო­მი­ტეტ­ში მსა­ხუ­რობ­და. მშობ­ლებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ ალი­ნა თა­ვის ცხოვ­რე­ბას ფი­გუ­რულ სრი­ალს და­უ­კავ­ში­რებ­და, თუმ­ცა მათ რა­ი­ონ­ში ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი არ იყო. მა­შინ არ­ჩე­ვა­ნი მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ზე შე­ჩერ­და: ბა­ბუ­ამ იზ­რუ­ნა, რომ კა­ბა­ე­ვე­ბის სახ­ლთან ახ­ლოს სკო­ლის შე­ნო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი სექ­ცია გა­ეხ­სნათ. ვარ­ჯი­ში გო­გო­ნამ სამი წლის ასაკ­ში და­ი­წყო.

ის ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე პირ­ველ ად­გილს იკა­ვებ­და. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. იქ სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის ასა­შე­ნებ­ლად უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. ალი­ნას მიყ­ვა­ნა ირი­ნა ვი­ნერ­თან სურ­დათ, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის უკვე რუ­სე­თის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი იყო. თუმ­ცა, მან უარი თქვა ალი­ნას მი­ღე­ბა­ზე: ვი­ნე­რის თქმით, კა­ბა­ე­ვა ძა­ლი­ან ასა­კო­ვა­ნი (11 წელი კა­რი­ე­რის და­სა­წყე­ბად ძა­ლი­ან გვი­ა­ნია) და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი იყო.

ალი­ნას დე­დამ ძლივს და­ი­თან­ხმა მწვრთნე­ლი, რომ უბ­რა­ლოდ ენა­ხა, რო­გორ ვარ­ჯი­შობ­და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი. გო­გო­ნას ვარ­ჯი­შის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ ასე­თი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ღი­მი­ლი უბ­რა­ლოდ ხე­ლი­დან არ უნდა გა­ეშ­ვა. ვი­ნე­რი და­თან­ხმდა ბავ­შვის წვრთნას ერთი პი­რო­ბით: სამ დღე­ში ალი­ნას სამი კი­ლოგ­რა­მი უნდა და­ეკ­ლო, რათა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩემ­პი­ო­ნო­ბის სურ­ვი­ლი.

კითხვის გაგრძელება

Back to top button