მძიმე ავარია - დაღუპულია სკუტერის მძღოლი - bbcnews.ge
შემთხვევა

მძიმე ავარია – დაღუპულია სკუტერის მძღოლი

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილის და სკუტერის მძღოლი დაეჯახა.

ავარიის შედეგად სკუტერის მძღოლი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 

სამწუხაროდ, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

შემთხვევის ადგილიდან კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.  

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

Back to top button