
14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ცნობილია დაღუპულების ვინაობაც: მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე.
ავარიის დროს დაღუპული მეგი ჯაიანის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დე, ჩემო დედიკუნა, თვალცრემლიანი კარებს მივჩერებივარ შვილო, გელოდები დე. გულს ვერ ვაჯერებ, რომ აღარ შემომიღებ კარებს აღარასდროს შვილო, ანა. ჩემო ცელქო და მოუსვენარო გოგო ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდი, ვერ ისვენებდი ახლა რატომ ხართ მაგ შავ მიწაში დადუმებული შვილო. სულ სადღაც გარბოდით სულ გეჩქარებოდათ, სულ საქმე გქონდათ, თურმე ასწრებდით ყველაფერს შვილო.
თქვენ ხომ ერთად ოცნებობდით, გეგმებს აწყობდით, უამრავი ნატვრა და სურვილი წაიღეთ შეუსრულებელი იმ ქვეყნად სხვისი დაუდევრობით შვილებო. თქვენ ხომ ცხოვრებას ახლა იწყებდით. ახლა შლიდით ფრთებს დამოუკიდებლად, მაგრამ არ დაგცალდათ შვილო.
ერთმანეთის გარეშე წუთით არ ჩერდებოდით იმ ქვეყნადაც ერთად წადით შვილო რატომ ღმერთო, რატომ აარჩიე ეს სიცოცხლის მოყვარული ბავშვები, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, ისხდნენ და ოცნებობდნენ. თქვენი ყველა ოცნება მახსოვს შვილო, რა დამავიწყებს იმ დღეებს, მაგრამ წამებში დაიმსხვრა თქვენი ოცნებები.
წამებში გადასახლდით იმ ქვეყნად ჩემო ლამაზებო დათან გაიყოლეთ ჩვენი სული და გული დეე მენატრებით დეე უზომოდ მენატრებით“, – წერს ლამარა სურმანიძე.