
რუსული მედია წერს, რომ ქეთა თოფურიამ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 38 წლის მომღერალმა “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე თოფურიას სახე ახლო ხედით არის გადაღებული.
- მართალია, თავად ქეთა ფოტოზე არაფერს წერს, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ მომღერალმა კიდევ ერთხელ გაიკეთა პლასტიკური ჩარევა:
“ვინმეს შეუძლია ქირურგის სახელი მითხრას? შესანიშნავი შედეგია“, “ლამაზი ცხვირი გაუკეთებიათ“, “ჩემი აზრით, ადრე უკეთესი ცხვირი ჰქონდა“, “ეს ცხვირი ახლა ხელოვნების ნიმუშია“, – წერენ მომღერლის ფოტოს კომენტარებში.
ბოლო თვეებია, რაც ქეთა თოფურია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ, მომღერალზე წერდნენ, რომ ორსულად იყო. თუმცა უახლოეს მომავალში მეოთხე შვილის გაჩენის შესაძლებლობა მან უარყო.

ქეთი თოფურიას სამი შვილი ჰყავს: 10 წლის ქალიშვილი ოლივია პირველი ქმრისგან, ლევ გეიხმანისგან, ასევე ოთხი წლის ვაჟი ადამი და ერთი წლის ქალიშვილი ნიკოლი, ამჟამინდელი მეუღლისგან, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსისგან, ლევ ძენგოვისგან. ისინი 2020 წელს დაქორწინდნენ.
- პლასტიკური ოპერაციები:
რამდენიმე თვის წინ, ქეთამ რუსულ მედიასთან პლასტიკურ ოპერაციებზე გულახდილად ისაუბრა.
“ერთხელ გავიკეთე რინოპლასტიკა. ამან მხოლოდ უკეთესობისკენ შემცვალა. პრინციპში არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ. მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა,“ – ამბობდა ქეთა.
38 წლის მომღერლის თქმით, მან ტრავმის გამო ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ერთ დღეს თოფურიას ნათესავმა დაუდევრად ესროლა შოკოლადის ფილა…