ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა - კაცს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს! - bbcnews.ge
სამართალი

ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა – კაცს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს!

უზენაესმა სასამართლომ ბოდბეში მომხდარი ფემიციდის საქმეზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფემიციდის მსხვერპლის შვილები კომპენსაციის სახით 10 ათას ლარს მიიღებენ.

ინფორმაციას განაჩენის შესახებ „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2025 წლის 6 ივნისის განჩინებით ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც მოძალადე კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

Back to top button