„შენ ხარ ჩვენი სიხარული და უსაზღვრო სიყვარული“ - გიორგი ძოწენიძის ემოციური პოსტი იუბილარ ქალიშვილს - bbcnews.ge
საზოგადოება

„შენ ხარ ჩვენი სიხარული და უსაზღვრო სიყვარული“ – გიორგი ძოწენიძის ემოციური პოსტი იუბილარ ქალიშვილს

„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე სოციალურ ქსელში უფროს ქალიშვილთან – ანიტასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეს ანიტას დადების დღეა.

„დღეს ჩემი საყვარელი ანიტას დაბადების დღეა!  

ჩემო პატარა გოგო, შენ ხარ ჩვენი სიხარული, ჩვენი ბედნიერება და უსაზღვრო სიყვარული“, – წერს გიორგი ძოწენიძე. 

ცნობისთვის, გიორგი ძოწენიძის მეუღლე მია მაჩაბელია. წყვილს ორი შვილი ჰყავთ უფროსი გოგო ანიტა და ბიჭი  ანდრია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ეყოლათ.

„საკმაოდ მოკლე დროში, 360 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრება და შეხედულებები. ბევრისგან მსმენია, როგორ ცვლის ცხოვრებას შვილის დაბადება, მაგრამ ასეთი ბედნიერება მართლა ვერ წარმომედგინა. უფლისა და ჩემი მეუღლის მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მეც გამხადეს ამ ბედნიერების ღირსი“, – იხსენებდა მომღერალი.

Back to top button