ავარიას პირველი კურსის სტუდენტი ემსხვერპლა - bbcnews.ge
საზოგადოება

ავარიას პირველი კურსის სტუდენტი ემსხვერპლა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ლუკა ხაჟომია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის პირველი კურსის სტუდენტის, ლუკა ხაჟომიას გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, კურსელებს და მეგობრებს”, – წერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურ გვერდზე.

Back to top button