
“თუ მე წავაგებ ილია თოფურიას 500 000 დოლარს მივცემ, თუ ის წააგებს – მოუწევს მე მომცეს 500 000 დოლარი…“ – ამის შესახებ UFC-ის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა განაცხადა.
ცარუკიანმა ნახევარი მილიონი დოლარის ფსონის შესახებ მაიკ პერისთან პოდკასტში ისაუბრა.
- “შემიძლია ნახევარი მილიონი დავდო, თუ დამამარცხებს. თუ დავამარცხებ, ნახევარ მილიონს მომცემს… თუ ამდენი უნდა, ავიღებ. შეგვიძლია ხელი ჩამოვართვათ და ვიჩხუბოთ“ – თქვა ცარუკიანმა.
აღნიშნულს ილია თოფურიას მხარდამჭერები გამოეხმაურნენ:

ილიასთვის ეს წვრილმანია…
მსოფლიოში ყველაზე იოლი ფსონია ილიასთვის…
მისთვის ეს თანხა იგივეა, რაც 20 დოლარი…”
- “მას შემდეგ, რაც არმანს ბოლო ბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია, მას რატომღაც “განებივრებული მდიდარი ბავშვის“ იარლიყი მიაკრეს და ეს ასეც დარჩა. იმიჯის გასაუმჯობესებლად საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სჭირდება, რადგან, როგორც ჩანს, მას ამის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეუძლია…“ – წერენ სოციალური ქსელის წევრები.
რაც შეეხება ილია თოფურიას, მან უარი განაცხადა არმან ცარუკიანთან ბრძოლაზე. ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას, თოფურიამ განაცხადა, რომ მისი მომავალი მეტოქეები სავარაუდოდ ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იქნებიან.