
მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე წლებია, ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ რჩება.
მან თავისი მიზანდასახულობით ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი.
ყველა გოგო ოცნებობს საკუთარ ბიზნესზე, ბევრ ფულზე, ბრჭყვიალა კაბებზე, მოგზაურობაზე და არც თამო ვაშალომიძე ყოფილა გამონაკლისი.
თუმცა, ერთ დღეს, ცნობილი კინოვარსკვლავების გვერდით, წითელ ხალიჩაზე თუ მოუწევდა გავლა, მილანში საკუთარ მაღაზიას გახსნიდა და უცხოური ფილმის გადასაღებ მოედანზე დაპატიჟებდნენ, ამაზე ფიქრს ნამდვილად ვერ გაბედავდა და არც კი იოცნებებდა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, რამაც კომპლიმენტები დაიმსახურა:
„როგორ მიყვარს ეს სათნო და ულამაზესი გოგო“.
„სიკეთეს ასხივებს მუდამ“.
„როგორი ელეგანტური და ლამაზია ჩემი გოგო“, – წერენ კომენტარებში.