
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
„მოსალოდნელ სიცხესთან მიმართებაში, ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად არაფერია უჩვეულო, სიცხე ზაფხულში არ უნდა იყოს სევდის და მწუხარების ამბავი, ისევე როგორც ზამთარში ყინვა, შეგვიძლია საკუთარ თავს მოვუწყოთ უამრავი დღესასწაული – ბუნებასთან ურთიერთობით, შეიძლება არ გიყვარდეს სიცხე, მაგრამ მეორეა რა არის ბუნებრივი ტემპერატურა ზაფხულისთვის.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა +41 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია მზიანი დღეები, რაც ამ პერიოდისთვის ნორმაა და არაფერია განსაკუთრებული. უბრალოდ გაითვალისწინეთ, შუადღით ნუ გაჩერდებით მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ. ასევე სიცხეს თან ახლავს გვალვისა და ხანძრების მაღალი რისკი – გაუფრთხილდით ბუნებას. ყურადღებით იყავით მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების მიმართ და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება. გისურვებთ ზაფხულის ცხელი დღეების ხალისიანად გატარებას,“ – წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.