„როგორი თავზარდამცემი ამბავი დაგვატყდა...“ - ცნობილი მეცნიერი გარდაიცვალა - bbcnews.ge
საზოგადოება

„როგორი თავზარდამცემი ამბავი დაგვატყდა…“ – ცნობილი მეცნიერი გარდაიცვალა

ცნობილი მეცნიერი და მკვლევარი თაზო გოგოლაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

„თაზო, ეს რა ცუდი დღე გათენდა!… როგორი თავზარდამცემი ამბავი დაგვატყდა!.. თვალებს ვერ დავუჯერე წეღან შენ შესახებ სამძიმრის პოსტი რომ წავიკითხე !

ახალგაზრდა მეცნიერი, საქმის ერთგული კაცი,ქართული საქმის დიდი მოამაგე, ჯიგრიანი და გემრიელი ვაჟკაცი დააკლდა ამ წუთისოფელს,ჩვენს რიგებს!…

რამდენი პროექტი, ვერ დასრულებული მიზანი და სურვილი გაიყინა წამში!…

ვიზიარებ ოჯახის,ახლობლების,მეგობრებისა და კოლეგების მწუხარებას! განუზომელია ყველა იმ ადამიანის გულის წუხილი ვინც პირადად იცნობდა თაზოს ან ერთხელ მაინც ჰქონია მასთან საქმიანი თუ უბრალო შემხებლობა!..
უფალმა გაანათლოს შენი სული!…

განსაკუთრებით გვემახსოვრები და მოგვენატრები მესხებს!…“, – წერენ სოციალურ ქსელში. 

Back to top button