ტრაგედია ბოლნისში - ახალგაზრდა კაცს ხელში ბენზინის ბალონი აუფეთქდა - bbcnews.ge

ტრაგედია ბოლნისში – ახალგაზრდა კაცს ხელში ბენზინის ბალონი აუფეთქდა

27.07.2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოჭულუს მკვიდრი აფიზ ნურმამედოვი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

33 წლის კაცს დაუდევრობის შედეგად ბენზინის ბალონი აუფეთქდა, რის შედეგადაც მან მძიმე სხეულის დამწვრობები მიიღო.

აფიზ ნურმამედოვი მძიმე დამწვრობით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რეკლამა
რეკლამის ადგილი