
აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ტრავერს-სიტიში, Walmart-ის მაღაზიაში, 42 წლის მამაკაცი მოქალაქეებს თავს დანით დაესხა. შედეგად დაჭრილია 11 მოქალაქე. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხუთის კი სერიოზული სიმძიმის. ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი მარტო მოქმედებდა.