ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს… – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - bbcnews.ge
საზოგადოება

ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს… – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეებში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).“ – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button