20-წლიანი კარიერა, 2 ქორწინება და რთული 90-იანები: რა არის ცნობილი გიორგი ცინცაძეზე - "როცა მოსკოვში წავედი, სახლში ვრეკავდი: გამოქცევა მინდოდა" - bbcnews.ge
სპორტი

20-წლიანი კარიერა, 2 ქორწინება და რთული 90-იანები: რა არის ცნობილი გიორგი ცინცაძეზე – “როცა მოსკოვში წავედი, სახლში ვრეკავდი: გამოქცევა მინდოდა”

24 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა, გა­მარ­ჯვე­ბი­სა და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბით, ასე­ვე ღირ­სე­ბის მედ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი. თუმ­ცა, და­ჯილ­დო­ე­ბას არ ეს­წრე­ბო­და ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რა, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე. რო­გორც მან „ტა­ბუ­ლას­თან“ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, მან უარი თქვა ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე.

სა­კა­ლათ­ბურ­თო კა­რი­ე­რის და­სას­რუ­ლი და რე­კორ­დი

გი­ორ­გი ცინ­ცა­ძის 20-წლი­ა­ნი სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა ერთი წლის წინ, სერ­ბე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი ევ­რო­ბას­კეტ 2025-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მატ­ჩით დას­რულ­და. ეს მის­თვის რე­კორ­დუ­ლი, 217-ე მატ­ჩი იყო ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით. ამ შეხ­ვედ­რა­ში „ბუმ“ (რო­გორც მას ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ) 6 ქულა, 4 მოხ­სნა და 6 ასის­ტი და­აგ­რო­ვა.

“ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში დგო­მის­თვის, მხარ­და­ჭე­რის­თვის. ყვე­ლა იმ თა­ნა­გუნ­დელს ვე­ტყვი მად­ლო­ბას, ვის­თან ერ­თა­დაც მო­ე­დან­ზე წამი გა­მი­ტა­რე­ბია, მე ისი­ნი მე­ა­მა­ყე­ბა. ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მათ ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ. გიყ­ვარ­დეთ კა­ლათ­ბურ­თი. მეც თქვენ­თან ერ­თად ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს და ერ­თად მი­ვაღ­წევთ დიდ წარ­მა­ტე­ბებს, მე ამის მჯე­რა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა ეს ემო­ცი­ე­ბი, არ ვიცი რო­გორ შე­ვი­კა­ვე თავი, რომ ცრემ­ლე­ბი არ წა­მო­მი­ვი­და, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რა­ღა­ცებ­ზე მა­ნამ­დე ვი­ტი­რე და ცრემ­ლე­ბი და­მე­ხარ­ჯა,“ – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გიმ კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

თბი­ლის­ში, 1986 წლის 7 თე­ბერ­ვალს და­ბა­დე­ბუ­ლი ცინ­ცა­ძე, რო­მე­ლიც გამ­თა­მა­შებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან მრა­ვალ მნიშ­ვნე­ლო­ვან და და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ მო­მენტს აკავ­ში­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კა­ლათ­ბურ­თო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა, მისი გავ­ლე­ნა ქარ­თულ კა­ლათ­ბურთზე უდა­ვოა.

კითხვის გაგრძელება

Back to top button