
რამდენიმე დღის წინ ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტის, რჩეული, მარიამ შარმანაშვილი, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ წინასაქორწინო სამზადისსა და ცხოვრებისეულ გზაზე საუბრობდა. წინასაქორწინო წვეულება სასტუმრო “ტბებზე” გაიმართა, სადაც მარიამმა უახლოეს მეგობრებს უმასპინძლა.
მაშინ მარიამმა გვითხრა, რომ წყვილი ორ ქორწილს გეგმავს,ჟენევაში და საქართველოში.”მეორე ქორწილი სექტემბრისკენ იგეგმება ჟენევაში. იქ გვექნება ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრი და მეგობარი დაესწრება, მათ შორის ქალბატონი სოფიაც” – თქვა მარიამმა.
რაც შეეხება თბილისურ ქორწილს, ის დღეს იმართება. ცოტა ხნის წინ თამარ ივერმა გამოაქვეყნა ფოტოები, ჯვრისწერის ცერემონიიდან. ნეფე-პატარძალი ჩოხა-ახალუხით არის წარმოდგენილი.
მარიამი პროფესიით ფარმაცევტია, ზუმბას ინსტრუქტორობა კი ოჯახის დანგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ ზუმბა სტრესთან გამკლავებაში ძალიან დაეხმარა. მისი წარმატების საიდუმლოდ მადლიერებას მიიჩნევს, ყოველთვის სჯეროდა, რომ იღბლიანი გოგო იყო და არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი. ერთი წლის წინ, ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჰყვებოდა.
– მეუღლეს რომ გავშორდი, საკმაოდ რთული ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში მენტალურადაც და ფიზიკურადაც. გარედან ვერავინ მამჩნევდა, მაგრამ აბსოლუტურად დაკარგული ვიყავი ჩემს ემოციებში და განცდებში. ვფიქრობდი გამოსავალზე, თუ რა დამეხმარებოდა ამ მდგომარეობის გადალახვაში, გადავწყვიტე, რომ ფიზიკური აქტივობა მეცადა და ასე მოვხვდი ზუმბაზე, რამაც მართლაც ძალიან მიშველა და საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა ჩემთვის. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ ზუმბას ინსტრუქტორი გავმხდარიყავი, რადგან ახლა მე დავხმარებოდი სხვა გოგონებს და ამით გადამეხადა სამყაროსთვის მადლობა.