
იზმირი-თბილისის ავტობუსის რეისზე დაპირისპირება მოხდა. როგორც მგზავრები წერენ, მძღოლს საწვავი გაუთავდა და მგზავრებს მმოცდა მოუწიათ.
“მძღოლს უკან დაბრუნებისას ბენზინი გაუთავდა და 1 საათი მეტი თუ არა ვიდექით, ყველგან აჩერებდა, აყავდა მგზავრები, როცა ადგილი აღარ იყო ავტობუსში, აქეთ უყვიროდა მგზავრებს და გვაბრალებდა ჩვენ დაგვიანებას, მივწერე კომპენსაციაზე, ლოკაციაზე უფროსიც დამხვდა თბილისში და იმის ნაცვლად , რომ ბოდიში მოეხადა და დახმარება ეცადა მძღოლთან ერთად, მიყვიროდა და რაც გინდა ის ქენიო. დაელოდეთ ჩემგან განცხადებას , ასეთ უნამუსობას არ შევარჩენ მე არავის !რეისი იზმირი-თბილისი,” – წერს ერთ-ერთი მგზავრი.