
ლიკუნა მეტრეველი სოციალურ გვერდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის გამომწერებს მუდმივად უზიარებს თავის მოვლის რუტინას და რჩევებს. ამჟამად ლიკუნა გამომწერების კითხვებს პასუხობს.
“არის კითხვები, რომელსაც უბრალოდ პასუხი არ სჭირდება… ყველაფერს არ ვაზიარებ და ეს უბრალოდ ნორმა მგონია, ჩემს ხასიათზე მაქვს მორგებული ჩემი სოციალური ქსელი (ძირითადად კარგად ვგრძნობ თავს, ზოგჯერ მაქვს რთული დღეები, მაგრამ იმდენად არ შემიძლია ცუდად ყოფნა, რომ ეს პერიოდი მაქსიმუმ რამდენიმე დღე გრძელდება.
ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვამუშავებ აქამდე ყველაფერს განვლილს, მოსმენილს, დანახულს… (არ მიყვარს overthinking, “დამუშავებაში” არ გეგონოთ, რომ ვზივარ და ვფიქრობ. ყველაფერიმაშინ მახსენდება, როცა საჭიროა).
ყოველდღიურად ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვარ. ქალი, დედა და სხვა პროფესიები (ცოტა ვრცელი სიით ვარ წარმოდგენილი) – წერს ლიკუნა საკუთარ გვერდზე

ამასთან ლიკუნამ მშობიარობასთან დაკავშირებიტ ერთ-ერთი გამომწერის კითხვას უპასუხა. მისი თმით ნიტა საკეისრო კვეთით გააჩინა, ხოლო ნინა ფიზიოლოგიური გზით.
“საკეისროს გაკეთება დამჭირდა ნინაზე, ნიტა ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე. ინდივიდუალური და შიში ბუნებრივია. ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, ვიმშობიარე ყველანაირი ტკივილისა და გართულებების გარეშე. ყველაზე მეტად ატრ მინდოდა საკეისრო, მაგრამ არჩევანი არ მქონდა, საკეისრომ კარგად ჩაიარა, მაგრამ რთული იყო. ფსიქოლოგიურად იმდენად არ მინდოდა საკეისრო ერთი კვირა სიტყვა საკეისროზეც ვტიროდი, მაგრამ გაიარა…
ახლობლებს ყოველთის ვურჩევ ფიზიოლოგიურად მშობიარობას, თუ საკეისროს საჭიროება არ არის. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება” – პასუხობს ლიკუნა.
