მასწავლებელმა 20 მოსწავლე სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - რა მოხდა ბანგლადეშში, სადაც საჰაერო გამანადგურებელი სკოლის შენობას შეეჯახა - bbcnews.ge
მსოფლიო

მასწავლებელმა 20 მოსწავლე სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა – რა მოხდა ბანგლადეშში, სადაც საჰაერო გამანადგურებელი სკოლის შენობას შეეჯახა

ორ­შა­ბათს, ბან­გლა­დე­შის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი სკო­ლის შე­ნო­ბას შე­ე­ჯა­ხა. ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბი­სას მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ი­ღუ­პა.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 46 წლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაჰ­რინ ჩო­უდ­ჰუ­რიდ არა­ერ­თხელ დაბ­რუნ­და ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ საკ­ლა­სო ოთახ­ში და 20-მდე მოს­წავ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხა.

ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის პრო­ცეს­ში მან სხე­უ­ლის თით­ქმის 100%-ის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და სა­ბო­ლო­ოდ გარ­და­იც­ვა­ლა. ქალს მე­უღ­ლე და ორი მო­ზარ­დი ვაჟი დარ­ჩა.

“ეს ბავ­შვე­ბი ჩემი შვი­ლე­ბიც არი­ან… ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 ადა­მი­ა­ნი გა­მო­მეყ­ვა­ნა”, – უთხრა მან მე­უღ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე.

ბან­გლა­დე­შის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ F7 თვითმფრი­ნავს ორ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე (07:00 GMT), სას­წავ­ლო წვრთნე­ბის­თვის აფ­რე­ნის შემ­დეგ ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და სკო­ლის შე­ნო­ბას შე­ე­ჯა­ხა.

  • კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად 160-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. უტა­რა ად­ჰუ­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯის სა­ა­ვად­მყო­ფოს მო­რი­გე ექი­მის თქმით, მათი უმე­ტე­სო­ბა 10-დან 15 წლამ­დე ასა­კის იყო,

ჩო­უდ­ჰუ­რი მა­ილსტო­უ­ნის სკო­ლა-კო­ლე­ჯში ის 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. სამ­შა­ბათს, ჩრდი­ლო­ეთ ბან­გლა­დეშ­ში, მშობ­ლი­ურ რა­ი­ონ­ში, ნილ­ფა­მა­რი­ში დაკ­რძა­ლეს. ბან­გლა­დე­შის მთავ­რო­ბის ლი­დერ­მა, მუ­ჰა­მედ იუ­ნუს­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ცი­დენ­ტის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი შე­იქ­მნა.

წყა­რო

Back to top button