"ხანდახან ცუდად ვარ, თითქოს სული სადღაც მიიპარება. ვდგები და ამ დროს საქმეს ვიწყებ, ვითომ აქ არაფერი...  და ვხდები უკეთ!" - 100 წელს მიღწეული რაჭველი ეთერი ბებოს სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო - bbcnews.ge
საზოგადოება

“ხანდახან ცუდად ვარ, თითქოს სული სადღაც მიიპარება. ვდგები და ამ დროს საქმეს ვიწყებ, ვითომ აქ არაფერი…  და ვხდები უკეთ!” – 100 წელს მიღწეული რაჭველი ეთერი ბებოს სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო

ეთე­რი სხირტლა­ძე – კან­თე­ლა­ძე რა­ჭა­ში, ლუ­ხუ­ნის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ლი­ხეთ­ში ცხოვ­რობს. მარ­თა­ლია, თა­ვად ამ­ბობს 98 ი- ს ვარო, თა­ნაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად უძ­ვე­ლეს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბას იშ­ვე­ლი­ებს, თუმ­ცა მის­სა­ვე შთა­მო­მავ­ლო­ბას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ამ სა­ბუთ­ში არც და­ბა­დე­ბის წლის აღმნიშ­ვნე­ლი თა­რი­ღია მარ­თა­ლი, არც თვე და რი­ცხვი…

“პას­პორ­ტში 5 იან­ვა­რი მი­წე­რია,მაგ­რამ ისე აგ­ვის­ტო­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი…” – გვე­უბ­ნე­ბა ის. სა­უ­ბარ­ში მისი შვილ­თაშ­ვი­ლი, 16 წლის ნინი ერ­თვე­ბა: “ჩემს დიდ ბე­ბი­ას და­ბა­დე­ბის დღე კი არა, და­ბა­დე­ბის თვე აქვს, აგ­ვის­ტო რომ იწყე­ბა, სულ მა­გის და­ბა­დე­ბის დღეა” ( იცი­ნის). ჰოდა, რა­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი აგ­ვის­ტომ­დე, ambebi.ge ქალ­ბა­ტონ ეთერს რა­ჭა­ში ეს­ტუმ­რა.

ეთერ სხირტლა­ძე – კან­თე­ლა­ძე:

ბედ­ნი­ე­რე­ბაა ამო­დე­ნა მო­ნა­გარს რომ ეს­წრე­ბი, ვხე­დავ შვილ­თაშ­ვი­ლებს, მათ შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან. ოთხი­დან ორი შვი­ლი აღარ მყავს, ქმა­რიც ცო­ცხა­ლი აღარ არის, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლი მა­ინც არ მინ­და. რაც არ უნდა თქვა, სი­ცო­ცხლე და სული ტკბი­ლია. უნდა გა­უფრ­თხილ­დეს ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლეს, ამა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი არა­ფე­რია. კითხვის გაგრძელება

Back to top button