ტრაგიკულად დაიღუპა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი - bbcnews.ge
საზოგადოება

ტრაგიკულად დაიღუპა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის – ჭიათურის ლიგის“ წევრი

 „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის – ჭიათურის ლიგის“ წევრი, ლევან კობიაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

მოზარდი მძიმე სენს ებრძოდა. 

„ღრმა მწუხარებით გამოვხატავ გულისტკივილს ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის, ლევან კობიაშვილის გარდაცვალების გამო.

დასანანია, რომ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა, რომელმაც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის – ჭიათურის ლიგის“ იუმორისტულ ღონისძიებებში თავისი ხალასი იუმორით, ლეიკემიასთან ბრძოლაში დამარცხდა და ასე ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ლევანის ოჯახის წევრებს, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლას, ახლობლებს და მეგობრებს“, – წერს გივი მოდებაძე.

Back to top button