ცნობილი თურქი მსახიობი ჯან იამანი მოულოდნელად დუმილს აღვევს - bbcnews.ge
მსოფლიოშოუბიზნესი

ცნობილი თურქი მსახიობი ჯან იამანი მოულოდნელად დუმილს აღვევს

ჯან იამანის სთორი ინსტაგრამზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
– ️„ფანები“, რომლებიც სინამდვილეში ჰეითერები ხართ და თავი გგონიათ ჩემი თაყვანისმცემლები, „ჯანდემები“, “ჯანემები” თუ სხვა ტოქსიკური ანგარიშების მიმდევრები, გთხოვთ, დამანებეთ თავი და წადით.
წლებია ცდილობთ ჩემს და ჩემი კოლეგის გამოგონილი ურთიერთობა რეალობად გადააქციოთ ან თავი დაირწმუნოთ, რომ ჩემთან საიდუმლო ურთიერთობა აქვთ უბრალოდ ყალბ ანგარიშთან საუბრით, რომელიც ჩემს სახელით თავს ჯანად ასაღებს, გთხოვთ, გამიკეთეთ სიკეთე და წადით…

თქვენი არც დანახვა მინდა, არც მოსმენა. საშიში ადამიანები ხართ, რომლებიც სრულიად არარეალურ ფანტაზიაში ცხოვრობთ და ყველას ესხმით თავს, ვინც ჩემთანაა, განსაკუთრებით ქალებს. მეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს მოგბეზრდებოდათ და დამშვიდდებოდით, მაგრამ პირიქით, ყოველ წელს უარესები ხდებით. გთხოვთ, საკმარისია! ჩემს გარშემო აგრესიულად დაძრწით როგორც არაკონტროლირებადი ძაღლები!

გიყვარდეთ სხვა გამოგონილი წყვილები და პერსონაჟები, ვინც გინდათ, ოღონდ მე დამანებეთ თავი. მე მსახიობი ვარ და ჩემს პერსონაჟს არ ვგავარ. არავისი მოწონება არ მჭირდება და არც ვალდებული ვარ რამე დავუმტკიცო ვინმეს. თუ გულწრფელად გიყვარვართ, მადლობა და მეც შეგიყვარებთ. თუ არა, არა უშავს, წადით და ნუ წამლავთ ჰაერს. და ნურც იმას გაიძახით, რომ „შევიცვალე“ ეგ უბრალოდ უგუნურებაა, დიახ, შევიცვალე. იმიტომ, რომ მე მსახიობი ვარ და ჩემი პროფესია ამას მოითხოვს – ცვლილებას. მსახიობები ვითარდებიან, იცვლებიან, ცოცხლობენ.

გთხოვთ, შეიყვარეთ ის, ვინც 30 წლის განმავლობაში არ იცვლება, წლების განმავლობაში ერთსა და იმავე პერსონაჟებს თამაშობს ან რამდენიმე რეალურ წყვილს თამაშობს. ამას იმსახურებთ. მე არა. გძულდეთ ან გიყვარდეთ, მე მაინც ორივე გზით გავაბრწყინდები. “

წყარო: Turkish TV Club

Back to top button