ვინ არის ქართულად ამღერებული ნინი ისრაელის უსაფრთხოების ძალებიდან? -  "ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საქართველოსთვისაც არის..." - bbcnews.ge
საზოგადოება

ვინ არის ქართულად ამღერებული ნინი ისრაელის უსაფრთხოების ძალებიდან? –  “ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საქართველოსთვისაც არის…”

ის­რა­ე­ლის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის უნი­ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად მღე­რის – ამ ვი­დე­ომ ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­ი­ა­რა. გა­დავ­წყვი­ტეთ, მოგ­ვე­ძებ­ნა და ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის გაგ­ვეც­ნო 19 წლის ნინი ლა­ზა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია, მსა­ხუ­რობს ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­ში, კერ­ძოდ, ქვეყ­ნის სა­სა­ზღვრო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის იბ­რძვის. და­ი­ბა­და ის­რა­ელ­ში, მაგ­რამ მისი გული სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის – ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ორი წელი იცხოვ­რა, და რომ­ლის კულ­ტუ­რა­საც მუ­დამ თან ატა­რებს, სა­დაც არ უნდა იყოს.

“ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც არის – ჩემი ყო­ვე­ლი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ეკუთ­ვნის ჩემს ორი­ვე სამ­შობ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს და ის­რა­ელს,“ – ამ­ბობს ნინი.

ის­რა­ელ­ში სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გა­ი­ა­რა ფსი­ქო­ლო­გი­ის, კრი­მი­ნო­ლო­გი­ი­სა და სო­ცი­ო­ლო­გი­ის კურ­სე­ბი და ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­უ­ერ­თდა ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებს, არა რო­გორც ებ­რა­ე­ლი, არა­მედ რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც იცავს წმინ­და მი­წას.

დღეს ნინი მსა­ხუ­რობს საბ­რძო­ლო ზო­ნა­ში. ამ­ბობს, რომ ომის დროს მსა­ხუ­რე­ბა ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად ურ­თუ­ლე­სია.

“სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ავირ­ჩიე გზა, რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ გამ­ძლე­ო­ბას მო­ი­თხოვს. ჯარი ჯერ არ და­მიმ­თავ­რე­ბია – ვმსა­ხუ­რობ, ბრძო­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ ნა­წილ­ში. აქ ქა­ლი­სა და კა­ცის მო­ვა­ლე­ო­ბებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ არის“, – ამ­ბობს იგი.

ნინი ფი­ზი­კუ­რი გამ­ძლე­ო­ბის მიღ­მა, კულ­ტუ­რულ ფრონტზეც არ ნებ­დე­ბა. ის­რა­ელ­ში არა­ერთ ქარ­თულ ან­სამ­ბლში ცეკ­ვავს, მღე­რის და ფან­დურ­ზეც უკ­რავს.

“შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცეკ­ვავ ის­რა­ელ­ში და­ფუძ­ნე­ბულ ქარ­თულ ან­სამ­ბლებ­ში, ვმღე­რი და ფან­დურ­ზეც ვუკ­რავ“. გაგრძელება

Back to top button